Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
განკვეთილი მღვდელი დაკავებულია
/ 13 მარ.'04 / 17:04
თეა გულარიძე, "სივილ ჯორჯია"

პოლიტიკოსები რელიგიური თემით სპეკულირებენ

მკალავიშვილის გამო საქართველო საერთაშორისო
საზოგადოების კრიტიკის ობიექტი არა ერთხელ
გამხდარა.
ერთ დროს ხელშეუხებელი ბასილ მკალავიშვილის დაკავებას ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალი ხელისუფლების მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქვედებებში დადანაშაულება მოჰყვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ბრალდებები უარყო, მკალავიშვილის დაპატიმრება “მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვით” ახსნა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ 12 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საპატრიარქოს მიერ განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს, რასაც წინ სპეცდანიშნულების რაზმსა და მკალავიშვილის მომხრეებს შორის შეტაკება უძღვოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციის დროს, ხელკეტებთან ერთად ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც დაჭირდათ. შედეგად დაახლოებით ოცამდე ადამიანი დაშავდა.

ერთი დღით ადრე, 11 მარტს, რვა თვიანია სიჩუმის შემდეგ, ბასილ მკალავიშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული და რომესაც ბრალად რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დარბევა ედება, საზოგადოების წინაშე მოულოდნელად გამოჩნდა და სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენცია გამართა. მან გააკრიტიკა ახალი ხელისუფლება და მას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დასდო ბრალი.

“საქართველო დღეს ითველბა ამერიკის ერთ-ერთ შტატად, რომლის გუბერნატორად ჯორჯ სოროსია. ამ ხელისუფლებას უნდა მართმადიდებლობა პირისაგან მიწისა აღგავოს” – განაცხადა ბასილ მკალავიშვილმა.

მკალავიშვილის დაკავება პოლიციამ ჯერ კიდევ შარშან სცადა, როდესაც სასამართლომ 2003 წლის 4 ივნისს მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა უშედეგოდა. პოლიციამ მაშინ მკალავიშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგობა ვერ გადალახა.

მკალავიშვილს ბრალად ედება სხვადასხვა დროს იეღოვას მოწმეებსა და ბაბტისტებზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე მათი რელიგიური ლიტერატურის განადგურება. როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა 12 მარტს განაცხადა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მკალავიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მკალავიშვილი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1996 წელს განკვეთა, რადგან იგი ხშირად აკრიტიკებდა საპატრიარქოს იმის გამო რომ რელიგიური სექტების წინააღმდეგ გადამჭრელ ზომებს არ იღებდა.

სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან ე.წ. სექტების წინააღმდეგ რადიკალური მეთოდებით ბრძოლა. მან ასევე საკუთარი ეკლესია ააშენა გლდანში. სწორედ აქ იმყოფებოდა მკალავიშვილი დაპატიმრებისას. 

მხოლოდ რელიგიური უმცირესობები არ წარმოადგენდნენ მკალავიშვილის თავდასხმის ობიექტს. 2001 წელს მკალავიშვილი მომხრეებთან ერთად თავს დაესხა გაზეთ “რეზონანსის” რედაქციას თბილისში. ეს გაზეთი იმ მცირეოდენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს განეკუთვნებოდა, რომელიც სასტიკად აკრიტიკებდა მკალავიშვილის ძალადობას, ხოლო ხელისუფლებას კი იმის გამო რომ არ აპატიმრებდა მას.

მკალავიშვილის მომხრეები სასტიკად გაუსწორდნენ “თავისუფლების ინსტიტუსაც.” ორგანიზაციის რამოდენიმე წარმომადგენელი მკალავიშვილის მხარდამჭერებმა, მათ შორის გიგა ბოკერია ცემეს, იმის გამო რომ ეს ორგანიზაცია იეღოვას მოწმეთა უფლებებს იცავდა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს თუ დავეყრდნობით, მოსახლეობის მცირე მხარდაჭერით სარგებლობენ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეეცადნენ მკალავიშვილის ძალისმიერი დაკავება საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.

საარჩევნო ბლოკ “მრეწველები-ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას “ბარბაროსობა” უწოდა. ხოლო “სოციალისტების” ლიდერმა ირაკლი მინდელმა ხელისუფლება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.

საპატრიარქომ, რომელიც ყოველთვის ცდილობდა თავი შორს დაეჭირა მკალავიშვილის ქმედებებისგან, ასევე დაგმო ხელისუფლების მიერ “მიუღებელი” და “ძალისმიერი მეთოდების” გამოყენება.

“საქართველოს ეკლესია ყოვეთვის აფიქსირებდა, რომ ბასილ მკალავიშვილი არ არის საქართველოს ეკლესიის წევრი მისი ქმედებებიდან გამომდინარე. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის, რომ საპატრიარქოსთვის მიუღებელია ძალადობრივი მეთოდი დაპატიმრება, ვფიქრობთ რომ ძალოვანებს საკუთარი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე შეეძლოთ ეს დაკავება განეხორციელებინათ სხვა დროს და უფრო სხვა ვითარებაში, შედეგად არ მოჰყოლოდა ასეთი მასშტაბური დაპირისპირება” - განაცხადა საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანმა გიორგი ანდრიაძემ 12 მარტს.

აღსანიშნავია, რომ მრავალი ოპონენტის განცხადებით, თავად საპატრიარქოშიც მრავლად არიან ისეთები, რომლებიც მკალავიშვილს თანაუგრძნობენ.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საკმაოდ პოპულარულია მოსაზრება, რომ თითქოს არატრადიციული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც “გარეშე ძალების დაკვეთით” მოქმედებენ, საფრთხეს უქმნიან და ანგრევენ ეროვნულ თვითმყოფადობას. ამიტომ პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ რელიგიურ საკითხებს საკუთარი ქულების დასაწერად.

“არჩევნების წინ მრავალი პოლიტიკოსი კვლავაც იყენებს რელიგიური საკითხებით, კერძოდ კი მართლმადიდებლური ქრისტიანობის გაძლიერების თემას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ეს ძალზედ სახიფათო ტენდენციაა,” – განაცხადა გავლენიანმა იურისტმა დავით უსუფაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ მკალავიშვილის დაკავება კანონის დაცვით მოხდა. “მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი სააკაშვილიც ამ სახის რიტორიკაში აღმოჩნდა ჩაბმული. მან მკალავიშვილის დაკავება, პირველ რიგში, მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით ახსნა.

“თვითმარქვია ექსტრემისტები მართმადიდებულობის სახელით ცდილობენ მართმადიდებლობის შიგნიდან დარღვევას და ეკლესიის გახლეჩვას. ჩემი პირველი ამოცანაა, როგორც მართმადიდებლის და ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომ დავიცვა ჩვენი რელიგია” – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18