მოადგილეების წარდგენიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. „საპატრულო პოლიციის შექმნა ჩვენი ხალხის საერთო მონაპოვარია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენისას, „მისი შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავია“. „მინდა საჯაროდ დავავალო ბატონ დავითს და მისი სახით პატრულის მთლიან შემადგენლობას, რომ დარჩნენ შეურიგებელნი ყოველგვარი უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებასთან, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, საკუთრება, უფლებები და თავისუფლებები“, – განაცახდა ღარიბაშვილმა. |
|||
Civil.Ge © 2001-2025